ლენჯერის N2 საჯარო სკოლის მოსწავლის, გიორგი ილდანის წარმატება საგანმანათლებლო პროექტში
11-07-2022
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ ღონისძიებასა და აქტივობაში ერთვებოდნენ.

მეცხრე კლასის მოსწავლე გიორგი ილდანი საგანმანათლებლო პროექტ „დიდგორელში“ მონაწილეობდა. გაიმართა კონკურსის მესამე ეტაპი, სადაც გიორგიმ მაქსიმალური შედეგი დააფიქსირა და 70 ქულა მოიპოვა. 

სკოლაში მისი წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.

„ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენი სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე გიორგი ილდანმა მაქსიმალური შედეგი დააფიქსირა და აიღო 70 ქულა. წარმატებები გიორგის ფინალში“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203