დაბა მესტიის N2 სკოლის მეოთხეკლასელებმა, დამრიგებელთან ერთად, ნაყოფიერი ოთხი წელი ღონისძიებით შეაჯამეს
11-07-2022
მიხეილ ხერგიანის სახელობის დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო წლის მანძილზე პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო, შემეცნებით, გასართობ თუ საზეიმო ღონისძიებებს სთავაზობდნენ და მოსწავლეთა ცოდნის, ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-წახალისებას ცდილობდნენ.

მათ შორის აუცილებლად აღსანიშნავია მეოთხეკლასელთა გამოსაშვები ღონისძიება. მოსწავლეებმა დამრიგებელთა ერთად დაუვიწყარი და ნაყოფიერი ოთხი წელი ღონისძიებით შეაჯამეს. პირველი პედაგოგი ნაზო გულბანი მოსწავლეებს ემოციურად გამოემშვიდობა და გზა დაულოცა. 

„დღე, რომელსაც ყოველი ოთხწლიანი ციკლის შემდეგ, სიხარულით და ამავე დროს უდიდესი გულისწყვეტით ვხვდები.

გაფრინდნენ ჩემი მერცხლები და დამიტოვეს სევდიანი კმაყოფილების გრძნობა, მთელი თავიანთი აკადემიური მოსწრებისა თუ ადამიანური უნარ-ჩვევების ასე ლამაზად და საინტერესოდ წარმოჩენის თვალსაზრისით.

აქვე, უდიდესი მადლიერება და სიყვარული მინდა გამოვხატო ძვირფასო მშობლებო! ამ ხნის მანძილზე, ესოდენ დიდი ყურადღებისა და დაფასებისთვის!

P.S მე გეჯიბრებით თქვენი შვილების წარმატებების სიხარულით გაზიარებაში!“,- ვკითხულობთ ნაზო გულბანის წერილში.

იხილეთ ბმული
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203