გარემოსდამცველები ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლიდან
11-07-2022

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლა სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ აქტივობასა და ღონისძიებაში იყო ჩართული. 

სკოლას პროექტის „თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის" ფარგლებში, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირმა „სპექტრი“ საჩუქრად ორგანული ნარჩენებისგან კომპოსტის დასამზადებლი ყუთი გადასცა. 

მის აწყობასა და რეკონსტრუქციაში „სპექტრის“ წევრებთან ერთად, სკოლის ბუნებისმოყვარულთა კლუბის „ეკოპლანეტელების“ წევრები ჩაერთნენ. 

სკოლაში იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირს მადლობას უხდიან.

„კომპოსტი ნიადაგის საკვები ნივთიერებებით გამდიდრების უმარტივესი გზაა, რომელიც ამავე დროს საყოფაცხოვრებო ნარჩენების რაოდენობას ამცირებს.
მადლობას ვუხდით იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირს - „სპექტრი“ და მის ხელმძღვანელს ქეთევან ცხაკაიას“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203