ქვიტირის საჯარო სკოლელები გარემოს დაცვის სადარაჯოზე 
11-07-2022

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ ღონისძიებასა და აქტივობაში მონაწილეობდნენ. 

მათ შორის იყო ოკეანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. მის მიმდინარეობაში ისინი დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.

სწორედ ამ დღეს დაიხურა მიმდინარე პროექტი „სუფთა გარემოსთვის“.

„ოკეანის დღე, რომელსაც მდგრადი განვითარების მე-14 მიზანი ითვალისწინებს - სიცოცხლე წყალქვეშ, საინტერესოდ და ძალიან ლამაზად აღინიშნა ქვიტირის საჯარო სკოლაში და საზეიმოდ დაიხურა მიმდინარე პროექტი „სუფთა გარემოსთვის“, რომელშიც სკოლის მასწავლებელთა დიდი ნაწილი აქტიურად იყო ჩართული“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203