დიდი მუღანლოს საჯარო სკოლის სამი მოსწავლე სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდა
11-07-2022

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი მუღანლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები - ნაირა გასიმოვა, სამა აბასოვა და ემილ გარაჯაევი პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ. 

მოსწავლეებს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერები გადაეცათ. 

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ. 

„წარმატებულ მოსწავლეებს ვულოცავ და ვუსურვებ წარმატებებს მათ და სკოლის სხვა მოსწავლეებს მომავალ საქმიანობაში“ ,- აღნიშნავენ სკოლაში. 

პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203