საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგები მასწავლებელთა კონფერენციაში მონაწილეობდნენ
11-07-2022
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. 

სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები სხვადასხვა აქტივობაში დიდი მონდომებით მონაწილეობდნენ.

პედაგოგები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამართულ მასწავლებელთა რეგიონალურ კონფერენციაში ჩაერთნენ, მათ შესაბამისი სერტიფიკატებიც გადაეცათ.

სკოლაში მათი წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.

„წარმატებული, პროექტებით, აქტივობებით, საინტერესო გაკვეთილებით დატვირთული 2021-2022 სასწავლო წლის საუკეთესო დასასრული. წარმატებები“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203