ახალციხის N5 საჯარო სკოლაში სასკოლო კონფერენცია - „საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა“ ჩატარდა
11-07-2022
ახალციხის N5 საჯარო სკოლის პედაგოგები სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ აქტივობასა და ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. 

სკოლაში მასწავლებელთა მეხუთე სასკოლო კონფერენცია - „საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა“ ჩატარდა. მისი მიზანი იყო მასწავლებლებს თავიანთი გამოცდილება სხვებისთვის გაეზიარებინათ. 

მასში ახალციხის N5 საჯარო სკოლის შემდეგი პედაგოგები ჩაერთნენ:

  • მაია თათეშვილი - „STEM განათლების გამოწვევები სკოლებში“ (ფიზიკის მასწავლებელი);
  • ლელა ცაგარეიშვილი - „ინგლისური კინოკლუბი კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრისთვის“ (ინგლისური ენის მასწავლებელი);
  • მაია შველიძე - კომპლექსური დავალება: ,,ამბის შეთხზვა ილუსტრაციების მიხედვით" (დაწყებითი კლასის მასწავლებელი);
  • კლარა კუპრეიშვილი - „მწვანე ქიმია“ (ქიმიის მასწავლებელი).
აღნიშნულ კონფერენციას სკოლის დირექტორი ინგა ვარდიძე და მასწავლებლები ესწრებოდნენ. 

„კონფერენციის ბოლოს ქალბატონმა ინგამ მადლობა გადაუხადა მომხსენებელ პედაგოგებს კონფერენციაში მონაწილეობისა და საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის გაზიერებისთვის და სერტიფიკატები გადასცა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203