ბეკამის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლე ლუკა მათიაშვილი კომპიუტერით დაჯილდოვდა
11-07-2022
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეკამის საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლე ლუკა მათიაშვილს „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, ლეპტოპი გადაეცა. 

ლუკა ნიჭიერი, შრომისმოყვარე, ბეჯითი და მიზანდასახული მოსწავლეა. მას კომპიუტერი სკოლის დირექტორმა მამუკა მათიაშვილმა გადასცა.

სკოლაში ლუკა მათიაშვილის წარმატებით ამაყობენ და მომავალშიც წინსვლას უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ სასწავლო წლის განმავლობაში სკოლაში თითოეული მოსწავლის განვითარებასა და შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბებაზე აქტიურად ზრუნავდნენ. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203