საყულიის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაასრულეს
11-07-2022

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

ამასთან დაკავშირებით, სკოლაში ფერადი მხიარული და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიება მოაწყვეს. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი ხალისით, ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. 

ისინი საზეიმოდ გამოეწყვნენ, თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. 

მეოთხეკლასლებმა მასწავლებლებს მადლობა გადაუხადს და სიგელები გასცეს. მათი დამრიგებელი ნათია ჟორჟოლიანია.

„შენ რომ წიგნი მასწავლე,
შენ რომ სიბრძნე მასწავლე,
არავითარ სხვა განძში,
იგი მე არ გავცვალე".
მოსწავლეები თბილი სიტყვებითა და სიმღერებით მოეფერნენ აღმზრდელ პედაგოგებსა და უკვდავ „დედაენას". გაწეული შრომისა და სიყვარულისთვის მადლობის სიგელები გადასცეს მასწავლებლებს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203