ალერტკარის საჯარო სკოლის პედაგოგი თამარ ივარდავა etaloni.ge-მ დააჯილდოვა
11-07-2022
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგი თამარ ივარდავა etaloni.ge-მ სასკოლო ცხოვრების აქტივობა-სიახლეებისა და სასკოლო საზოგადოების წარმოჩენის ეროვნულ საქმეში ეფექტური და წარმატებული თანამშრომლობისთვის დააჯილდოვა.

etaloni.ge-ს თანამოაზრე სკოლის აქტიურ პედაგოგს საგანმანათლებლო-შემეცნებითმა ვებგვერდმა სპეციალური დიპლომი მიანიჭა. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ პედაგოგისთვის ჯილდო მოულოდნელი იყო და მისთვის სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა და ახარებს, რომ მის მიერ მოწოდებული არცერთი ინფორმაცია არ დარჩენილა ყურადღების მიღმა.

„ეს პროექტი ნამდვილად დიდ სტიმულს აძლევს პედაგოგებს, მოსწავლეებს და სკოლასთან დაკავშირებულ თითოეულ პირს იყვნენ აქტიურნი. უღრმესი მადლობა!“,- აღნიშნულია სკოლის დირექციის მიერ მოწოდებულ წერილში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203