ტობანიერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მცხეთის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს
11-07-2022

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლის უფროსკლასელებისთვის სასწავლო-შემეცნებითი ტური მოეწყო.

მაღალკლასელებმა, სასწავლო ექსკურსიის ფარგლებში, მცხეთის ღირსშესანიშნაობები მოინახულეს.

ექსკურსია ჯერ კიდევ ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დაიგეგმა. ვანის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებების გაერთიანების უფროსმა, ირმა ცხვარაძემ ღონისძიებაში მონაწილე ბავშვები უფასო ექსკურსიით დაასაჩუქრა.

სკოლაში ექსკურსიის ორგანიზატორებს მადლობას უხდიან.

„სასწავლო წელი მოსწავლეებმა ამაღლებული განწყობით დაასრულეს! სურვილი გამოთქვეს ზაფხულის არდადეგებზე რაც შეიძლება მეტი საინტერესო ადგილი მოინახულონ! მადლობა ასეთი საინტერესო ექსკურსიისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...