ფშაველის საჯარო სკოლის პედაგოგებმა ლიდერი მასწავლებლის ტრენინგკურსი წარმატებით გაიარეს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველის საჯარო სკოლის პედაგოგები მთელი სასწავლო წლის განმავლობაში პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავდნენ. მასწავლებლები ნატა ლეკაშვილი, თამარ ახმეტელაშვილი და ხათუნა მარკოზაშვილი USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, ლიდერი მასწავლებლის ტრენინგკურსში მონაწილეობდნენ.
მათ კურსი წარმატებით გაიარეს. შედეგად, შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
სკოლაში მათი მიღწევითა და აქტიურობით ამაყობენ და წარმატებას უსურვებენ.
„სკოლა ულოცავს კოლეგებს და უსურვებს წინსვლასა და წარმატებებს როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: