საწირის საჯარო სკოლის მოსწავლეები უნივერსიტეტის გამოფენა-პიკნიკს სტუმრობდნენ
08-07-2022

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ საწირის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო წლის მანძილზე დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო, შემეცნებით თუ გასართობ სკოლის შიდა თუ გარე ღონისძიებებს სთავაზობდნენ და მათი ნიჭის, ცოდნისა და უნარების წარმოჩენა-წახალისებას ცდილობდნენ. 

მათ შორის, მოსწავლეები აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრნენ, სადაც ყოველწლიური „გამოფენა-პიკნიკი“ ღია ცის ქვეშ გაიმართა.

დაათვალიერეს სხვადასხვა ფაკულტეტის მიერ მოწყობილი კუთხეები, აქტიურად ჩაერთნენ სახალისო ქიმიურ ცდებში, გაიღრმავეს ცოდნა და მიიღეს სასარგებლო გამოცდილება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203