ხარაგაულის N2 სკოლის მოსწავლეებმა წარმატებული ოთხი წელი საზეიმო ღონისძიებით შეაჯამეს
08-07-2022
ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.

ამასთან დაკავშირებით, სკოლაში ფერადი მხიარული და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიება მოაწყვეს. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი ხალისით, ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. 

ისინი საზეიმოდ გამოეწყვნენ, თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.

„ბედნიერი და წარმატებული მომავალი ჩვენს მეოთხეკლასელებს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203