ახოს N1 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა წარმატებული და ნაყოფიერი ოთხი წელი შეაჯამეს
08-07-2022

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოს N1 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. ​პედაგოგებმა სასწავლო წლის მანძილზე მოსწავლეებს არაერთი საგანმანათლებლო, შემეცნებითი, სახალისო თუ საზეიმო ღონისძიებით გაულამაზეს სასკოლო გარემო​. 

მათ შორის აუცილებლად აღსანიშნავია, მეოთხეკლასელთა გამოსაშვები ღონისძიება. ​მოსწავლეებმა, დამრიგებელთან ერთად, დაუვიწყარი და ნაყოფიერი ოთხი წელი შეაჯამეს. 

სკოლაში მოსწავლეებს სასწავლო წლის ნაყოფიერად დასრულებას ულოცავენ და მომავალ წლებში სწავლის ასეთივე წარმატებით გაგრძელებას უსურვებენ. 

„ახოს №1 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები წარმატებული აკადემიური მოსწრებითა და ლამაზი აქტივობებით დაემშვიდობენ დაწყებით კლასს. წარმატებული სასწავლო წლები გქონოდეთ, ბავშვებო!!!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203