ჩიხის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა წარმატებული სასწავლო წელი ღონისძიებით დაასრულეს
08-07-2022

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

ამასთან დაკავშირებით, სკოლაში ფერადი მხიარული და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიება მოაწყვეს. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი ხალისით, ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. 

ისინი საზეიმოდ გამოეწყვნენ, თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. 

მათი დამრიგებელი დალი გიორგაძეა.

„პირველკლასელებმა ანბანის გაცილება მოაწყვეს. ვულოცავთ მათ პირველი კლასის დამთავრებას და ვუსურვებთ წარმატებებს“,- წერია სკოლის მირ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203