ვაშლევის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვით კონკურსში მონაწილეობისა და სასარგებლო შედეგის მიღწევისთვის დაჯილდოვდნენ
08-07-2022
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლევის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

​სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეები პედაგოგების ხელმძღვანელობით სხვადასხვა კონკურსებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობდნენ.

მათ შორის აღსანიშნავია, პროექტ - „დავიცვათ საქართველოს სისუფთავეს“ მიერ ორგანიზებული კონკურსი „გაამწვანე სკოლის ეზო“, რომელშიც მოსწავლეები პედაგოგის, მადონა ღვანიძეს ხელმძღვანელობით ჩაერთნენ.

კონკურსში მონაწილეობისა და სასარგებლო შედეგის მიღწევისათვის კი ვაშლევის საჯარო სკოლას სერტიფიკატი გადაეცა.

„ჩვენი სკოლის კიდევ ერთი წარმატება! ერთად დავიცვათ საქართველოს სისუფთავე! მადლობა მოსწავლეებს და მათ ხელმძღვანელ მადონა ღვანიძეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203