დარჩელის N1 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლე მარიამ ყოლბაია თანატოლებს წასაკითხ ლიტერატურას ურჩევს
08-07-2022
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის N1 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი ტრადიციულად წარმატებით დასრულდა.
სასწავლო წლის განმავლობაში დირექტორის, მარინე ცარციძის ხელმძღვანელობით მოსწავლეებში წიგნებისადმი სიყვარულის გაღვივებას უდიდესი ყურადღება ეთმობოდა. სწორედ, ამ მიზნით სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობაც განხორციელდა.
მათ შორის, სკოლის წარჩინებულმა მე-6 კლასის მოსწავლემ, მარიამ ყოლბაიამ ვიდეორგოლიც ჩაწერა, რომლის საშუალებით თანატოლებს იაკობ გოგებაშვილის - „საგანძურის“ წაკითხვისკენ მოუწოდა.
„ვიკითხოთ წიგნები, წიგნი ადამიანის საუკეთესო მეგობარია. დარჩელის N1 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლე მარიამ ყოლბაია მოუწოდებს თანატოლებს წაიკითხონ იაკობ გოგებაშვილის - „საგანძური“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს