ალპანის საჯარო სკოლის STEM კლუბის მოსწავლეები კონფერენცია-გამოფენაში მონაწილეობდნენ
08-07-2022

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანის საჯარო სკოლის STEM კლუბის წევრი მოსწავლეები 7 ივლისს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში გამართულ STEAM კონფერენცია-გამოფენაში მონაწილეობდნენ. 

კონფერენციაზე საქართველოს სხვადასხვა სკოლების მოსწავლეების მიერ შექმნილი STEAM პროექტები იყო წარმოდგენილი.

კონფერენციის მთავარ მიზანს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში STEAM ინოვაციური მეთოდოლოგიით სწავლების პოპულარიზაცია წარმოადგენდა.

„სასიხარულოა და მნიშვნელოვანია ალპანის სკოლის STEM კლუბის მოსწავლეთა (არასრული შემადგენლობით) მონაწილეობა კონფერენციაში. იყო სერთიფიკატით დაჯილდოების და ასევე ერთ-ერთ ნომინაციაში რჩეულ სკოლებს შორის მოხვედრის სიხარული.

უღრმესი მადლობა, ზოგადი განათლების რეფორმის გუნდს მნიშვნელოვანი და მიზნობრივი ღონისძიების ორგანიზებისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203