მოლითის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მრავალფეროვანი ღონისძიებით აღნიშნეს
08-07-2022

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. პედაგოგებმა სასწავლო წლის მანძილზე მოსწავლეებს არაერთი საგანმანათლებლო, შემეცნებითი, სახალისო თუ საზეიმო ღონისძიებით გაულამაზეს სასკოლო გარემო. 

მათ შორის აუცილებლად აღსანიშნავია, მეოთხეკლასელთა ღონისძიება. მოსწავლეებმა დამრიგებელთან და პედაგოგებთან ერთად ლამაზი ღონისძიება მოაწყვეს, დაუვიწყარი ოთხი წელი შეაჯამეს და დროებით დაემშვიდობნენ მშობლიურ სკოლას. 

„ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპის დასრულებას და შემდგომ საფეხურებზე ვუსურვებთ წარმატებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203