კურსების საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტუალურ ოლიმპიადაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
08-07-2022

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსების საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტუალურ ოლიმპიადაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

კურსების საჯარო სკოლის მოსწავლეებს - მარიამ კინწურაშვილს, თემურ კინწურაშვილს, ლევან კენჭაძესა და მართა მაღლაქველიძეს დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალზე სერტიფიკატები გადაეცათ. 

ინტელექტის ოლიმპიადა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) დაფინანსებითა და „კინგსთან“ პარტნიორობით იმერეთის რეგიონის მე-10, მე-11, მე-12 კლასებისთვის ჩატარდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მარიამ კინწურაშვილი ტყიბულის რაიონში მიღწეული შედეგით ხუთეულში გავიდა

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.

„ვულოცავთ მათ ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს!!!“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203