დიდი სმადის საჯარო სკოლის მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეები ბორჯომში საგანმანათლებლო-გასართობი ხასიათის ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ
08-07-2022
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სმადის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ აქტივობასა და ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. 

მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეები, ისტორიის პედაგოგ მანანა ხობუას ხელმძღანელობით, საგანმანათლებლო-გასართობი ხასიათის ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. 

კლასის დამრიგებელმა, მშობლებსა და მოსწავლეებს მარშრუტი და მიზნები წინასწარ გააცნო. ისინი ექსკურსიაზე ბორჯომში, კერძოდ, ქვაბისხევში, მწვანე მონასტერში, ტიმოთეს უბანში, მხარეთმცონეობის მუზეუმსა და პარკში იმყოფებოდნენ.

პედაგოგისთვის მნიშვნელოვანი იყო მიზნის განსაზღვრა, რომ კლასგარეშე განათლება, რომელსაც მოსწავლე არაფორმალურ გარემოში იღებს ისეთივე მნიშვნელოვანია მისი სოციალური და კვლევითი უნარების განვითარებისთვის, როგორც კლასში გამოყენებული სპეციალური მეთოდები.
უფრო მეტიც, გართობისა და დასვენების დროს მოსწავლეები გაუცნობიერებლად იღებენ ახალ ცოდნას. ივითარებენ უნარ-ჩვევებს, გამოიმუშავებენ გარემოსადმო სწორ დამოკიდებულებას.
მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავლფეროვანი აღმოჩნდა არსებული გარემო და აქტივობები. ვფიქრობ, ამ სახის გასვლები ხელს შეუწყობს როგორც საგანმანათლებლო პროცესებს, ასევე სასკოლო საზოგადოების წევრთა ურთიერთპატივისცემასა და ნდობას“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203