„ჩვენ გვჯერა თქვენი“- ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის დირექცია აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებას უსურვებს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს წარმატებას უსურვებს.
კურსდამთავრებულები, ამჟამად, აბიტურიენტები არიან. ისინი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გადიან.
აღსანიშნავია, რომ მათ განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე სკოლაში წლების განმავლობაში აქტიურად ზრუნავდნენ. ახლაც, მათ მთელი სკოლა გამოცდების წარმატებით ჩაბარებასა და ბედნიერ მომავალს უსურვებს.
„ეს დღე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულთა და ყველა აბიტურიენტის ცხოვრებაში, დღე განსაკუთრებული გამოწვევის, პასუხისმგებლობის და წარმატების დასაწყისი.
გილოცავთ!
დიდ წარმატებებს გისურვებთ!
ჩვენ გვჯერა თქვენი“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: