დაბა სურამის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები რაიონულ კონფერენციაზე წარმატებით წარდგნენ
08-07-2022
ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ, ამ მიზნით, კი სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში, ტრენინგებსა და კონფერენციებში არიან ჩართულნი. 

მათ შორის, სკოლის პედაგოგები 23 ივნისს, ხაშურის N1 საჯარო სკოლაში გამართულ რაიონულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ. 

მასწავლებელთა რაიონული კონფერენცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ზოგადი განათლების რეფორმის გუნდის ორგანიზებით ჩატარდა. 

კონფერენციაზე მოხსენებით წარდგნენ დაბა სურამის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლები - ირინა სალამიძე და ხატია ხარაიშვილი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203