„მთელი სასკოლო საზოგადოება გგულშემატკივრობთ!“- ჯუმის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებზე წარმატებას უსურვებენ
08-07-2022

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს. საგამოცდო ციებ-ცხელება ამაღელვებელია არა მხოლოდ აბიტურიენტებისთვის, არამედ მათი პედაგოგებისთვის, რომლებიც აღზრდილებისგან მათი შრომის ნაყოფსა და საუკეთესო შედეგებს ელიან. 

გამონაკლისი არც, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის საჯარო სკოლის დირექცია და პედკოლექტივია. სკოლაში მოსწავლეებს გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სწავლის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში გაგრძელებას უსურვებენ. 

„ჩემო ძვირფასებო!

4 ივლისს, თქვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა!

ეს დღე, ყოფილიყოს საწინდარი -თქვენი წინსვლისა, ახალ-ახალი წარმატებებისა და საზოგადოებაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებისა!

მთელი სკოლის საზოგადოება გგულშემაგტკივრობთ!

აბა, თქვენ იცით!

გაგნათებოდეთ გონება და ამ გამოცდებზე გასაოცარი შედეგები გქონოდეთ!

ღმერთი ყოფილიყოს თქვენი და ყველა იდენტურ დღეში მყოფის შემწე და მფარველი!“,- ვკითხულობთ სკოლის დირექციის წერილში.

აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 22 ივლისს დასრულდება. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203