პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის დირექტორის, მიხეილ ბიბილაშვილის ლექსები წიგნში დაიბეჭდა
08-07-2022
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის დირექტორის მიხეილ ბიბილაშვილის ლექსები წიგნში დაიბეჭდა.
მისი ლექსები იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირმა წიგნში - „შემოქმედი მასწავლებელი“ შეიტანა.
გარდა ამისა, კავშირის მიერ მოწყობილ პედაგოგთა კონფერენციაზე, მიხეილ ბიბილაშვილს აღნიშნული წიგნი და სიგელი, ლიტერატურულ კონკურსში - „შემოქმედი მასწავლებელი“ - აქტიური მონაწილეობისათვის, გადაეცა.
სკოლაში დირექტორის წარმატებით ამაყობენ და მომავალშიც წინსვლას უსურვებენ.