ბათუმის N30 სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით, მრავალფეროვანი ღონისძიებით დაასრულეს
08-07-2022
ბათუმის N30 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.
სკოლაში მათი გამოსაშვები ზეიმი გაიმართა.
მოსწავლეები ზეიმში დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
„გილოცავთ, ჩემო პატარებო, მე-4 კლასის წარმატებით დასრულებას. ულამაზესი ზეიმი აჩვენეთ, რითაც დამსწრეთა სითბო და სიყვარული დაიმსახურეთ. გისურვებთ თამამად და ხალისიანად გაიაროთ სწავლის საფეხურები, აღმოაჩინოთ ახალი შესაძლებლობები, განვითარდეთ ყოველმხრივ. ამ გზაზე მე ვიქნები თქვენი მეგზური და დიდი გულშემატკივარი. მიყვარხართ და მეამაყებით“,- წერის მასწავლებელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს