ბათუმის N28 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი გამოსაშვები ღონისძიება
08-07-2022
ბათუმის N28 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

სკოლაში მათი გამოსაშვები ზეიმი გაიმართა. პედაგოგმა იზა ვარშანიძემ, თავის აღსაზრდელებთან ერთად, შემაჯამებელი გაკვეთილი ჩაატარა.

მოსწავლეები ზეიმში დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. აღსანიშნავია, რომ აქტივობაში მომავალი პირველკლასელებიც მონაწილეობდნენ. მათ იმღერეს, იცეკვეს და ლექსები წაიკითხეს. 

მეოთხეკლასელები საყვარელ დამრიგებელს დაემშვიდობნენ.

„მოსწავლეებმა მოკლედ მიმოიხილეს ოთხი წლის განმავლობაში განვლილი გზა.
მეოთხეკლასელებმა მადლობა გადაუხადეს და დიდი სიყვარულით გამოეთხოვენ პირველ მასწავლებელს...
იზა მასწავლებელმა, გზა დაულოცა თავის აღსაზრდელებს და უსურვა ბედნიერი და საინტერესო სასწავლო ცხოვრება მომავალშიც“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები:






 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203