ჩხორიის საჯარო სკოლის პედაგოგები ტრენინგებში აქტიურად მონაწილეობენ
08-07-2022
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
სასწავლო წლის დასრულების მიუხედავად კი პედაგოგები სხვადასხვა ტრენინგებში აქტიურად არიან ჩართულნი.
ამჯერად, სკოლის პედაგოგები არასამთავრობო ორგანიზაცია - edu links-ის ინიციატივით ჩატარებულ ტრენინგებში მონაწილეობენ.
„გრძელდება ტრენინგები არასამთავრობო ორგანიზაციის Edu-links ინიციატივით - მდგრადი კავშირების დამყარება განათლების საშუალებით.
პროექტის მიზანია ურთიერთგაგების, ნდობისა და ემპათიის შექმნით ხელი შეუწყოს შერიგებასა და სამშვიდობო პროცესს გალელ, ოჩამჩირელ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასწავლებლებს შორის.
პროექტი ასევე, მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მექანიზმების შექმნას, რომლებიც უზრუნველყოფენ განათლების ხარისხის მონაწილეობით განვითარებას საოკუპაციო ზოლის გადაღმა.
ტრენერმა, მანანა ჯინჭარაძემ ჩაატარა ტრენინგი „პოზიტიური პედაგოგიკა“. ტრენინგზე განიხილეს: განწყობის თეორია, კონსტრუქტივისტული მიდგომები, პოზიტიური დამოკიდებულება, დადებითი მოლოდინები“, - წერია სკოლის გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს