ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
სკოლაში 16 ივნისს გამარჯვებულ სასკოლო კლუბების წევრებთან საანგარიშო შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
ასევე, კლუბების წევრებმა სამომავლო ერთობლივ აქტივობებზეც ვრცლად და საინტერესოდ ისაუბრეს.
სასკოლო კლუბებმა მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში: საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი, შემოქმედებითი და სპორტული მიმართულების აქტივობები განახორციელეს.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის „სასკოლო კლუბების ინიციატივების დაფინანსების“ ფარგლებში თორმეტი სასკოლო კლუბი დაფინანსდა. გამარჯვებულ კლუბებს შეხვედრის ფარგლებში სიგელები გადაეცათ.
იხილეთ ფოტოები: