თელავის N9 სკოლის მოსწავლე თიკო ნეკაშვილმა გერმანული ენის C1 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დიპლომი აიღო
08-07-2022

თელავის N9 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ წარმატებას მიაღწიეს. 

მათ შორის იყო მოსწავლე თიკო ნეკაშვილი. მან გერმანულ ენაში C1 დონის დამადასტურებელი დიპლომი აიღო. 

აღსანიშნავია, რომ თიკო ნეკაშვილი ნიჭიერი, შრომისმოყვარე და მიზანდასახული მოსწავლეა. მისი მშობელი სკოლას, დირექციასა და პედაგოგებს მადლობას უხდის. 

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მართლაც ჩვენი მშობლიური თელავის მეცხრე სკოლის იმ უსაყვარლეს მასწავლებლებს, დირექციას, ვინც დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ დღეს ასეთი გახარებულები ვყოფილიყავით. გილოცავთ ბავშვებო შპრახ დიპლომის აღებას“,- წერს მოსწავლის მშობელი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203