შუა ამაღლების საჯარო სკოლა ლინდა სიხარულიძეს „ჩოხატაურის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებას ულოცავს
08-07-2022

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლების საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე ლინდა სიხარულიძე 2022 წლის „ჩოხატაურის ეტალონი მოსწავლე“ გახდა. 

ის 3 ივნისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ ჩოხატაურის დისტანციური კონკურსის ფარგლებში გამოვლინდა.

სკოლა მოსწავლეს ამ უდიდეს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის მონაწილე ყველა ჩოხატაურელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის, მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის და ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით გაიმართა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203