„ვულოცავთ, ამ უნიჭიერეს ბიჭს“- საჩხერის N1 სკოლის მოსწავლე ცოტნე ჩუბინიძემ ლიტერატურულ კონკურსში წარმატება მოიპოვა 
08-07-2022

საჩხერის N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ, ცოტნე ჩუბინიძემ კონკურსში - „ვწერ თავისუფალ თემას“ წარმატება მოიპოვა. 

მოსწავლე კონკურსის, რომლის მიზანია განსაკუთრებული ჰუმანიტარული ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების გამოვლენა, დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობდა. 

სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. 

„ცოტნე ჩუბინიძემ პრესტიჟულ კონკურსზე წარმატებებით გაგვახარა! ვულოცავთ, ამ უნიჭიერეს ბიჭს და მომავალ გამარჯვებებს ვუსურვებთ. აბა, შენ იცი, ცოტნე, კვლავაც არაერთხელ ასახელე საჩხერის პირველი სკოლა!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203