ქართული სამხმოვანი სიმღერა ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის პედაგოგების შესრულებით
08-07-2022
ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
სასწავლო წლის განმავლობაში სკოლაში მუდამ საინტერესო, სახალისო და შემეცნებითი გარემო იყო.
სკოლის პედაგოგები მაღალკვალიფიციურობასთან ერთად შემოქმედებითი ნიჭითაც გამოირჩევიან.
გაკვეთილებს შორის შესვენებისას პედაგოგები: თინათინ გაბედავა, დოდო წილოსანი და ეკა ცინცაძე ქართულ სიმღერასაც კი ასრულებენ.
„ჩვენი შესანიშნავი და თავისი საქმის პროფესიონალი პედაგოგები ნახეთ როგორი ყოჩაღები არიან, ქართულ სიმღერას, სამხმოვანებას როგორ აჟღერებენ შესვენებაზე“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო