აწყურის საჯარო სკოლის 8 წარჩინებული მოსწავლე წელს კომპიუტერით დაჯილდოვდება
08-07-2022
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
საბაზო საფეხური 2019-2020 და 2020-2021 სასწავლო წლებში მოსწავლეებმა წარმატებით დაასრულეს, რისთვისაც „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში დაჯილდოვდებიან.
2019-2020 სასწავლო წელის წარჩინებით დაამთავრეს:
ანი ნინოშვილმა;
მაკა კახოშვილმა;
ეკატერინე ქოსმენაშვილმა.
2020-2021 სასწავლო წლის წარჩინებულ მოსწავლეები კი არიან:
ელიზავეტ მაისურაძე;
თემო გელდიაშვილი;
ლევანი მეზვრიშვილი;
ლუკა ხოზბერუაშვილი;
გიორგი ლიქოკელი.
აღნიშნული სასიხარულო ინფორმაცია დირექტორმა, თინათინ შამრელაშვილმა გაავრცელა:
„ჩემი პირველი კომპიუტერის“ 2019-2020 და 2020-2021 წლების წარჩინებული მოსწავლეებისთვის უკვე ჩამოვიდა Lenovo V15 G2 ITL მოდელის პორტაბელური კომპიუტერები.
გილოცავთ ჩემო ყოჩაღებო, წარმატებებს გისურვებთ... უდიდესი ბედნიერებაა, როცა შრომა დაფასდება, თქვენთან ერთად მეც უზომოდ გახარებული ვარ“, - ვკითხულობთ დირექტორის, თინათინ შამრელაშვილის გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო