დაბა ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები სამცხე-ჯავახეთში სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ
08-07-2022
დაბა ხარაგაულის N3 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეებისთვის არაერთი საინტერესო, შემეცნებითი და დასამახსოვრებელი აქტივობა გაიმართა.
მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებს 2021 – 2022 სასწავლო წლის საუკეთესო დასასარულად სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია სამცხე-ჯავახეთში ჰქონდათ. ექსკურსისს ორგანიზატორი კი კლასის დამრიგებლის ნანა დევდარიანი გახლდათ.
„მოსწავლეებმა მოინახულეს რაბათის კომპლექსი, ულამაზესი საფარას მონასტერი და მწვანე მონასტერი თავისი არაჩვეულებრივი ბუნებით . ლამაზი და საინტერესო დღის ბოლოს ჩვენმა მოსწავლეებმა დაათვალიერეს ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის ტერიტორია.
მადლობა ბავშვებს, ნანა მასწავლებელსა და საუკეთესო შვილების საუკეთესო მშობლებს დაუვიწყარი, სიყვარულითა და შთაბეჭდილებით სავსე დღისათვის!“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო