თბილისის N133 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
08-07-2022

თბილისის N133 საჯარო სკოლის მოსწავლეები - მარიამ გურული, მარიამ ასიტაშვილი, თეკლა კიკნაველიძე, ანნა კახეთელიძე, ნინო ჩავლეშვილი, ლიზი კაკაჩია, თინათინ მჭედლიძე და მარიამ ესართია წარჩინებით სწავლისთვის პორტატული კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებმა წარჩინებით სკოლის საბაზო საფეხური დაამთავრეს.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.

„შრომას ყოველთვის აქვს ფასი! მუდამ წარმატებული და დაფასებული იყოს თქვენი სწავლა ცხოვრების გზაზე“,- აღნიშნულის სკოლის მისალოც წერილში. 

პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203