„სიკეთით სავსე მომავალს გისურვებთ ბავშვებო“- ლესის საჯარო სკოლიდან მეთორმეტეკლასელები საზეიმო ვითარებაში გააცილეს
08-07-2022
გიორგი ლომაძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. მეთორმეტეკლასელთათვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.

მეთორმეტეკლასელები მშობლიურ სკოლას და ამაგდარ პედაგოგებს ემოციურად დაემშვიდობნენ. თეთრპერანგებში გამოწყობილმა მოსწავლეებმა ერთმანეთს სამახსოვრო წარწერები დაუტოვეს და პედაგოგებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

„წარმატებებს, წინსვლას, ბედნიერებით და სიკეთით სავსე მომავალს გისურვებთ ბავშვებო“, - აღნიშნულია გავრცელებულ მილოცვაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203