დაბა ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა ჩრდილების თეატრი მოაწყვეს
08-07-2022

დაბა ხარაგაულის N3 საჯაროს სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო წლის მანძილზე პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან შემეცნებით, საგანმანათლებლო, შემოქმედებით თუ გასართობ ღონისძიებებს სთავაზობდნენ. 

მათ შორის აუცილებლად აღსანიშნავია ჩრდილების თეატრი, რომელიც მესამე კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ნინო ლოლაძის ხელმძღვანელობით, ქართული ხალხური ზღაპრის - „ერთი მანეთის შოვნა“ მიხედვით, წარმოადგინეს.

მოსწავლეები ღონისძიებაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთვნენ და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

„ღონისძიება საინტერესოდ და სასიამოვნოდ მიმდინარეობდა, ბავშვები აქტიურად და ხალისით იყვნენ ჩართულნი. წარმატებებს ვუსურვებთ ნინო მასწავლებელს საყვარელ მოსწავლეებთან ერთად!“,-აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203