წყრუთის საჯარო სკოლის პედაგოგ მუგუჩა მკრტიჩიანს etaloni.ge-მ წარმატებული თანამშრომლობისთვის დიპლომი მიანიჭა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყრუთის საჯარო სკოლის პედაგოგი მუგუჩა მკრტიჩიანი etaloni.ge-მ დააჯილდოვა. etaloni.ge-ს თანამოაზრე სკოლის აქტიურ პედაგოგს საგანმანათლებლო-შემეცნებითმა ვებ-გვერდმა სასკოლო ცხოვრების, აქტივობა-სიახლეებისა და სასკოლო საზოგადოების წარმოჩენის ეროვნულ საქმეში ნაყოფიერი, ეფექტური და წარმატებული თანამშრომლობისთვის დიპლომი გადასცა.
მუგუჩა მკრტიჩიანი სკოლის სახელის ღირსეულად წარმოსაჩენად
etaloni.ge-სთან აქტიურად თანამშრომლობს და ცოდნის პოპულარიზაციის საქვეყნო საქმეში ჩვენს გვერდით დგას.