ხაშურის N2 საჯარო სკოლის 10 წარჩინებულ მოსწავლეს კომპიუტერები გადაეცა
07-07-2022
დავით კაკიაშვილის სახელობის ხაშურის N2 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი ტრადიციულად, წარმატებით დასრულდა.

სკოლის 10 წარჩინებულ მოსწავლეს პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში საჩუქრად კომპიუტერები გადაეცათ.

„წარმატებები ჩვენს საყვარელ მოსწავლეებს და კიდევ ბევრჯერ ესახელებინოთ სკოლა და ოჯახი. მადლობა   განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ კი 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203