საგურამოს საჯარო სკოლის პედაგოგები - მეგი სულაშვილი და ქეთევან ტატუაშვილი etaloni.ge-სთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის დაჯილდოვდნენ
დავით გურამიშვილის სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოს საჯარო სკოლის პედაგოგები - მეგი სულაშვილი და ქეთევან ტატუაშვილი საგანმანათლებლო-შემეცნებითმა ვებ-გვერდმა - etaloni.ge სასკოლო ცხოვრების, აქტივობა-სიახლეებისა და სასკოლო საზოგადოების წარმოჩენის ეროვნულ საქმეში ნაყოფიერი, ეფექტური და წარმატებული თანამშრომლობისთვის დააჯილდოვა.
პედაგოგებს სპეციალური დიპლომები მიენიჭათ.
მეგი სულაშვილი და ქეთევან ტატუაშვილი სკოლის სახელის ღირსეულად წარმოსაჩენად
etaloni.ge-სთან აქტიურად თანამშრომლობენ და ცოდნის პოპულარიზაციის საქვეყნო საქმეში ჩვენს გვერდით დგანან.
სკოლაში პედაგოგების დაფასება ახარებთ და წინსვლასა და წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: