მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალდიდის საჯარო სკოლის პედაგოგი როინი კურტანიძე საგანმანათლებლო-შემეცნებითმა ვებ-გვერდმა - etaloni.ge სასკოლო ცხოვრების, აქტივობა-სიახლეებისა და სასკოლო საზოგადოების წარმოჩენის ეროვნულ საქმეში ნაყოფიერი, ეფექტური და წარმატებული თანამშრომლობისთვის დააჯილდოვა.
etaloni.ge-ს თანამოაზრე სკოლის აქტიურ პედაგოგს სპეციალური დიპლომი მიენიჭა.
როინი კურტანიძე სკოლის საკეთილდღეო საქმეში აქტიურად არის ჩართული და
etaloni.ge-სთან ნაყოფიერად თანამშრომლობს.
სკოლაში პედაგოგის წარმატება ახარებთ.