ძეგვის საჯარო სკოლის პედაგოგ მაია კვახაძეს etaloni.ge-მ სპეციალური დიპლომი მიანიჭა
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვის საჯარო სკოლის პედაგოგი მაია კვახაძე საგანმანათლებლო-შემეცნებითმა ვებ-გვერდმა - etaloni.ge სასკოლო ცხოვრების, აქტივობა-სიახლეებისა და სასკოლო საზოგადოების წარმოჩენის ეროვნულ საქმეში ნაყოფიერი, ეფექტური და წარმატებული თანამშრომლობისთვის დააჯილდოვა.
etaloni.ge-ს თანამოაზრე სკოლის აქტიურ პედაგოგს სპეციალური დიპლომი მიენიჭა.
მაია კვახაძე სკოლის სახელის ღირსეულად წარმოსაჩენად
etaloni.ge-სთან აქტიურად თანამშრომლობს და ცოდნის პოპულარიზაციის საქვეყნო საქმეში ჩვენს გვერდით დგას.