წიფნარის საჯარო სკოლის პედაგოგი გოჩა ჟღენტი etaloni.ge-სთან წარმატებული თანამშრომლობისთვის დაჯილდოვდა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფნარის საჯარო სკოლის პედაგოგი გოჩა ჟღენტი საგანმანათლებლო-შემეცნებითმა ვებ-გვერდმა - etaloni.ge სასკოლო ცხოვრების, აქტივობა-სიახლეებისა და სასკოლო საზოგადოების წარმოჩენის ეროვნულ საქმეში ნაყოფიერი, ეფექტური და წარმატებული თანამშრომლობისთვის დააჯილდოვა.etaloni.ge-ს თანამოაზრე სკოლის აქტიურ პედაგოგს სპეციალური დიპლომი მიენიჭა.
გოჩა ჟღენტი სკოლის საკეთილდღეო საქმეში აქტიურად არის ჩართული და
etaloni.ge-სთან ნაყოფიერად თანამშრომლობს.