თბილისის N92 სკოლის პედაგოგი მარინა ჩიკვილაძე etaloni.ge-სთან ეფექტური და წარმატებული თანამშრომლობისთვის დაჯილდოვდა
თბილისის N92 საჯარო სკოლის პედაგოგი მარინა ჩიკვილაძე etaloni.ge-მ დააჯილდოვა. etaloni.ge-ს თანამოაზრე სკოლის აქტიურ პედაგოგს საგანმანათლებლო-შემეცნებითმა ვებ-გვერდმა სასკოლო ცხოვრების, აქტივობა-სიახლეებისა და სასკოლო საზოგადოების წარმოჩენის ეროვნულ საქმეში ნაყოფიერი, ეფექტური და წარმატებული თანამშრომლობისთვის სპეციალური დიპლომი მიანიჭა.
მარინა ჩიკვილაძე სკოლის სახელის ღირსეულად წარმოსაჩენად
etaloni.ge-სთან აქტიურად თანამშრომლობს და ცოდნის პოპულარიზაციის საქვეყნო საქმეში ჩვენს გვერდით დგას.