ძულუხის საჯარო სკოლის მასწავლებლები - თეა ნიბჩვიანი და ქეთევან დვალიშვილი etaloni.ge-მ დააჯილდოვა
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძულუხის საჯარო სკოლის მასწავლებლები - თეა ნიბჩვიანი და ქეთევან დვალიშვილი საგანმანათლებლო-შემეცნებითმა ვებ-გვერდმა - etaloni.ge სასკოლო ცხოვრების, აქტივობა-სიახლეებისა და სასკოლო საზოგადოების წარმოჩენის ეროვნულ საქმეში ნაყოფიერი, ეფექტური და წარმატებული თანამშრომლობისთვის დააჯილდოვა.
etaloni.ge-ს თანამოაზრე სკოლის აქტიურ პედაგოგებს სპეციალური დიპლომები მიენიჭათ.
პედაგოგები სკოლის სახელის ღირსეულად წარმოსაჩენად
etaloni.ge-სთან აქტიურად თანამშრომლობენ და ცოდნის პოპულარიზაციის საქვეყნო საქმეში ჩვენს გვერდით დგანან.
იხილეთ ფოტოები: