დანისპარაულის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებას უსურვებენ
07-07-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა და „ბოლო ზარი“ ტრადიციულად დაირეკა.

სკოლის ახლა უკვე კურსდამთავრებულები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გადიან. მშობლიური სკოლის პედაგოგები და დირექცია აბიტურიენტებს: რენა გელაძეს, თამუნა პაქსაძეს, ჯილდა პაპიძეს და მეგი პაპიძეს წარმატებებს უსურვებს.

„დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდები. დანისპარაულის საჯარო სკოლა წარმატებებს უსურვებს ყველა აბიტურიენტს, განსაკუთრებით ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203