ახაშნის საჯარო სკოლის ტექკლუბის წევრებმა კომპიუტერული გრაფიკის კურსის I ნაწილი წარმატებით დაასრულეს
07-07-2022
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. წლის დასრულების მიუხედავად სკოლის ტექკლუბი აქტიურ ფუნქციონირებას კვლავ განაგრძობს.

ახალგაზრდული ტქნოლოგიური კლუბების ქსელის ფარგლებში სკოლის ტექკლუბმა კომპიუტერული გრაფიკის კურსის პირველი ნაწილი დაასრულა.

კლუბის წევრი მოსწავლეები Adobe Illustrator -ის 2D გრაფიკის პროგრამაში მუშაობას დაეუფლნენ. ტრენინგებს გურჯაანის ტექნოპარკი მასპინძლობდა.

კლუბის ხელმძღვანელი და ტრენერი კი თამარ პაპოშვილი გახლავტ.

პროექტი ხორციელდება „ევროკავშირი საქართველოსთვის“ დაფინანსებითა და მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) GITA • Tech Park , ICT კლასტერისა Georgian ICT Cluster/საქართველოს ICT კლასტერი და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) Innovative Education Foundation ერთობლივი თანამშრომლობით.

„ახაშნის საჯარო სკოლა წარმატებებს უსურვებს ჩვენს მოსწავლეებს!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203