ოჟიოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა 2 ნამუშევარი კონკურსის სამ საუკეთესოს შორის მოხვდა
07-07-2022
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოს საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებში აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობდნენ.

მათ შორის აღსანიშნავია, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში UNICEF -ის მხარდაჭერით გამართული პროექტი, რომლის ფარგლებშიც ბავშვთა უფლებებზე სკოლის მოსწავლეების ნახატების გამოფენა-კონკურსი გაიმართა. კონკურსში სამი საუკეთესო ნამუშევარი უნდა გამოვლენილიყო.

საბოლოოდ, სამი შერჩეული ნახატიდან ორი ნახატი ოჟიოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს ეკუთვნით.

სკოლა ულოცავს მათ ამ გამარჯვებას და მომავალშიც უამრავ წარმატებას უსურვებს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203